ჩვენს შესახებ

კომპანიის შესახებ

კომპანია FASTPAY საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია, რომელიც დაარსდა 2018 წელს. ელექტრონული საფულე FASTPAY საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ერთიანი ანგარიშსწორების უნივერსალურ სისტემას, რომლითაც ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელებს ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს. ეროვნული ბანკი არ არის პასუხისმგებელი ფასტფეის ქმედებებზე

მისია

კომპანიის მისიაა, დანერგოს ფულის ელექტრონულად მართვის თანამედროვე ტენდენციები საქართველოში და გაუადვილოს საკუთარ მომხმარებელს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები. ელექტრონული საფულე ორიენტირებულია, როგორც საკუთარი სერვისების მოხმარების სიმარტივეზე, ასევე ანგარიშსწორების უსაფრთხოებაზე, რაც მისი მომხმარებლებისათვის დამატებით ღირებულებას წარმოადგენს.

სერვისები

FASTPAY მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

FASTPAY-ს საფულის შევსება

  • მომხმარებლის საბანკო ბარათის მეშვეობით;
  • FASTPAY-ს სალაროს მეშვეობით;
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით;
  • მომსახურებლის მიმწოდებლის ანგარიშის მეშვეობით;

FASTPAY-ს საფულიდან ფულის გატანა

  • მომხმარებლის საბანკო ბარათზე;
  • FASTPAY-ს სალაროს მეშვეობით;

FASTPAY-ს საფულით ფულის გადახდა მომსახურების მიმწოდებლისათვის